“ზუგდიდდასუთავების ცენტრის” საინფორმაციო შეხვედრა მოსახლეობასთან


  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ “ზუგდიდდასუფთავების ცენტრი” – ს ზედამხედველობისა და კონტროლიორთა ჯგუფის წევრებმა ქალაქის ტერიტორიის შემოვლა დაიწყეს, მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებისა და მყარი ნარჩენების მოსაკრებლის ამოღების მაჩვენებლების გაუმჯობესების მიზნით.

“ზუგდიდდასუფთავების” ცენტრის ინფორმაციით, ცენტრის ზედამხედველობის ჯგუფის წევრებმა ადგილობრივ მოსახლეობასა და მეწარმეებს მოუწოდეს თავი შეიკაონ გარემოს (ჰაერი, ნიადაგი, მდინარე) დანაგვიანებისგან, სამშენებლო, ინერტული და სხვა სახის ნარჩენების თვითნებურად დაყრისაგან და მიუთითებენ, რომ აღნიშნული ნარჩენები მუნიციპალიტეტის მიერ სპეციალურად გამოყოფილ, ნებადართულ ადგილებში და ტერიტორიებზე განათავსონ.

გარემოს დანაგვიანების ფაქტების დაფიქსირების შემთხვევაში ცენტრის ზედამხედველობის ჯგუფის წევრები მათზე დაკისრებული უფლება-მოვალეობის ფარგლებში ყველა სამართალდამრღვევ პირს დააჯარიმებენ”.-ნათქვამია ინფორმაციაში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!