- საქართველოში კორონავირუსის 368 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 1 225 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 8 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 5 885 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 3 783, „პისიარ“-ტესტით – 2 102.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 6,25%, ბოლო 14 დღის – 8,23%, ბოლო შვიდი დღის – 5,42%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 642 242 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1 599 511 გამოჯანმრთელდა, 16 671 კი, გარდაიცვალა.
სულ ჩატარდა 2 842 541 აცრა, დღიურად აცრილია 130.