სუმის ქიმიურ ქარხანაში ამიაკის გაჟონვა მოხდა


  • „სუმიხიმპრომის“ ქიმიური მრეწველობის ქარხანაში ამიაკის გაჟონვა მოხდა, – ამის შესახებ სუმის სამხარეო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა დიმიტრი ჟივიცკიმ განაცხადა.

“ყურადღება! 21.03.2022, დილის 04.30 საათზე “სუმიხიმპრომიდან” ამიაკის გაჟონვა მოხდა!”, დაწერა მან სოციალურ ქსელში.

„ამჟამად დაზიანებული ტერიტორია დაახლოებით 2,5 კმ-ია. ქარის მიმართულება და საფრთხის ქვეშ მყოფი დასახლებები: სოფელი ნოვოსელიცა. ქარხნის საავარიო ბრიგადები და საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახური შესაბამის სამუშაოებს ახორციელებენ. სუმის საფრთხე ჯერ არ ემუქრება. (ქარის მიმართულება ქალაქისკენ არ არის მიმართული),“ – აცხადებს ჟივიცკი.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!