საქართველოში კორონავირუსის 2 617 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 9 პაციენტი

  • საქართველოში კორონავირუსის 2 617 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 869 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 9 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 43 394 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 23 104, „პისიარ“ ტესტით – 20 290.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 6,03%, ბოლო 14 დღის – 5,55%, ბოლო შვიდი დღის – 6,15%.

სულ აცრილია – 398 454 ადამიანი, დღიურად აცრილია 6 673.

კარანტინის რეჟიმშია 51, სტაციონარში მეთვალყურეობას 4 963 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1 564 პირი.

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.