საქართველოში კორონავირუსის 365 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა ხუთი პაციენტი


  • საქართველოში კორონავირუსის 365 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 415 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა ხუთი პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 25 934 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 15 926, პისიარტესტით – 10 008.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 1,41%, ბოლო 14 დღის – 1,65%, ბოლო 7 დღის – 1,68%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 280 301 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 272 219 გამოჯანმრთელდა, 3 751 კი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმშია 301, სტაციონარში მეთვალყურეობას 1 605 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 203 პირი.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

18 + three =

Akismet ანტისპამი