საქართველოში კორონავირუსის 1351 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 337 პაციენტი


  • საქართველოში კორონავირუსის 1351 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 21 208 -ს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული.

გამოჯანმრთელდა 337 პაციენტი, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 9003.

კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში კიდევ 14 პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 172-ს შეადგენს.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6 582 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობას გადის 2 895 ადამიანი, კოვიდსასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა კი 1 420-ს შეადგენს.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

four + sixteen =

Akismet ანტისპამი