- საქართველოში კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 351 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა შესახებ მონაცემები არ განახლებულა და კვლავ 1 092-ია.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 7 597 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 249.