საქართველოს რკინიგზა: სამგზავრო მატარებლების მოძრაობა სრულად აღდგენილია


  • საქართველოს რკინიგზის ინფორმააციით, სამგზავრო მატარებლების მოძრაობა სრულად აღდგენილია.

შეფერხება ოთხ მიმართულებაზე: ზუგდიდი – თბილისი, თბილისი-ბათუმი, თბილისი-ფოთი და ბათუმი-თბილისის მატარებლებზე სახელმწიფო ელექტროსისტემის მაღალი ძაბვის ხაზების გაწყვეტას მოჰყვა, რამაც რკინიგზის საკონტაქტო ხაზის დაზიანება და მატარებლების მოძრაობის შეჩერება გამოიწვია.

„ოპერატიულად ჩატარებული აღდგენითი სამუშაოების შედეგად მოძრაობა სრულად, ოთხივე მიმართულებით დაახლოებით სამ საათში აღდგა. საქართველოს რკინიგზამ ინფორმაცია მომხდარის შესახებ მგზავრებს მატარებლების გაჩერებისთანავე მიაწოდა.

ყველა მიმართულებით მოძრავი მატარებლების მგზავრებისთვის კომპანიამ სასმელი წყლისა და საკვების მიტანა უზრუნველყო.

თბილისში ჩამოსულ მგზავრებს სადგურში ავტობუსები დახვდათ, რომლებმაც მგზავრები სურვილისამებრ დანიშნულების ადგილამდე მიიყვანეს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.