საქართველოში კორონავირუსის 3 436 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 43 პაციენტი


  • საქართველოში კორონავირუსის 3 436 ახალი შემთხევა გამოვლინდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 4 483 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 43 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 32 031 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 19 618, „პისიარ“ ტესტით –12 393.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 10,73%, ბოლო 14 დღის – 9,06%, ბოლო 7 დღის – 9,13%.

კარანტინის რეჟიმშია 51, სტაციონარში მეთვალყურეობას 6 041 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 957 პირი.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

five × four =

Akismet ანტისპამი