საქართველოს გასტრონომიის ასოციაციამ 27 თებერვალი ხაჭაპურის დღედ გამოაცხადა


  • საქართველოს გასტრონომიის ასოციაციის ინფორმაციით, საქართველოში 2018 წელს ჩატარდა ხაჭაპურის კვლევა, რომლის მიხედვითაც დადგინდა, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე 50-ზე მეტი სახეობის ხაჭაპური არსებობს. ამასთან, თითოეულ კუთხეს აქვს საკუთარი არაერთი სახეობის გულსართიანი, რომლის მომზადების წესიც უკავშირდება ადგილობრივების წეს-ჩვეულებებსა და სხვადასხვა რიტუალურ დღესასწაულებს.
“კვლევის დამსახურებით, 2019 წლის 22 იანვარს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ელემენტს „ხაჭაპურის ტრადიცია საქართველოში“ მიენიჭა არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი. საქართველოს გასტრონომიის ასოციაციამ, 27 თებერვალი ხაჭაპურის დღედ გამოაცხადა. შარშან, ამ დღესთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის შენობაში ჩატარდა ხაჭაპურის კვლევის პრეზენტაცია და წარიმართა დისკუსია, კვლევის მნიშვნელობისა და ხაჭაპურის, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი საიმიჯო რესურსის საერთაშორისო პოტენციალის შესახებ.
წელს, ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, დაგეგმილი აქტივობები სამწუხაროდ გადაიდო. ვიმედოვნებთ, რომ დროთა განმავლობაში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია დასტაბილურდება და კვლავ გვექნება შესაძლებლობა პირისპირ წარვმართოთ დისკუსია და განვახორციელოთ დაგეგმილი აქტივობები”-ნათქვამია საქართველოს გასტრონომიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!