“საუნჯე” პროკურატურას მიმართავს


დღეს, დევნილთა ჩასახლებაში, არასამთავრობო ორგანიზაციის “საუნჯის” ხელმძღვანელმა იაგო ფასანძემ, ჟურნალისტებთან და იქ მცხოვრებ მოსახლობასთან ერთად ისაუბრა დევნილთა ჩასახლებაში არსებულ მძიმე საცხოვრებელ პირობებზე. ფასანძის თქმით, დევნილთა ჩასახლებაში მოსახლეობას ერთი თვის განმავლობაში  არ მიეწოდებოდა სასმელი წყალი წყალსადენის გაუმართაობის შედეგად.
მისი თქმით, წყლის სისტემის შეკეთების შედეგად, გაჩნდა მეორე პრობლემა. ლაბორატორიული კვლევების შედეგად წყალში აღმოჩენილი იქნა “შეგილა,” რაც იმას ნიშნავს, რომ წყალში ჩაედინა საკანალიზაციო მილებიდან გაჟონილი მასა. ფასანძე ამბობს, რომ განცახდებით მიმართავენ პროკურატურას, გამოიძიოს სამუშაოების შემსრულებელმა კომპანიამ  დაიცვა თუ არა  საჭირო ნორმები, განხორციელდა თუ არა სამუშაოები დაგეგმილთან შედარებით, რისთვისაც გაწეული იქნა რადგან ამ საკითხის მოსაგვარებლად დაიხარჯა საკმაოდ დიდი ფინანსური რესურსი. ფასანძის თქმით, დევნილთა სათემო ორგანიზაციები მიმართავენ საქართველოს პრემიერ მინისტრს და განსახლების მინისტრს, რომ უმოკლეს დროში უზრუნველყოფილი იქნას სასმელად ვარგისი, ჯანმრთელობისათვის უვნებელი სასმელი წყლის მიწოდება.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=kyfyI3LI03g[/embedyt]

დევნილი როინ ჯახუა ჩასახლებაში არსებულ პრობლემებზე საუბრობს, მისი თქმით, წვიმის შედეგად სარდაფებში წყალი გროვდება, ამასთანავე, სასმელ წყალს უერთდება კანალიზაციის წყალი და იწვევს მის  დაბინძურებას.

[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=BJgSnnuPeuw[/embedyt]

დევნილი ელგუჯა კვარაცხელია ამბობს, რომ წყლის დაბინძურება გამოიწვია ფეკალურმა მასებმა. ის წყლის სამუშაოების მწარმოებელი კომპანიისგან ითხოვს დაშვებული შეცდომების გამოსწორებას და არა მათ დასჯას.

[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=4QOn5C_WLG8[/embedyt]

დევნილები ამბობენ, რომ წყლის მოტანა შორი მანძილიდან უწევთ, რაც დიდ პრობლემებთან არის დაკავშირებული.

 დევნილები წყლის პრობლემასთან ერთად სხვა პრობლემებზეც საუბროობენ, ისინი ამბობენ, რომ მათ საცხოვრებელ ოთახებში წყალი ჩასდით,აღნიშნული პრობლემებით რამდენჯერმე მიმართეს შესაბამის ორგანოებს, მაგრამ დღემდე მოუგვარებლად რჩება პრობლემები.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 19 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!