- დღეს, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ჟურნალისტთა კლუბმა “სარკმელი” დებატებისა და საუბრის ხელოვნების კლუბი ჩამოაყალიბა.
კლუბში, პრეზენტაციის სახით, აუდიტორიას მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა: მამუკა მოლაშხიამ და ელენე ჩიქავამ მიაწოდეს ინფორმაცია “მსოფლიოს ცნობილი ორატორები და საუბრის ტექნიკის” შესახებ.
შეხვედრას, ახალგაზრდული სათათბიროს ფოტო-მედია ხელოვნებისა და PR კომიტეტის წევრები ესწრებოდნენ.
პრეზენტაციაზე, ახალგაზრდა ჟურნალისტები აქტიურად ჩაერთვნენ დისკუსიაში, გაცვალეს ინფორმაცია დებატებისა და ხელოვნების შესახებ.
ჟურნალისტთა კლუბმა ‘’სარკმელი’’, ახალგაზრდული სათათბიროს PR კომიტეტის წევრებთან ერთად, რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი დაგეგმა, რომელსაც უახლოეს მომავალში ერთობლივად განახორციელებენ.