79 წლის ციალა ჯოჯუა და მისი ქალიშვილი ლალი ცირდავა ისევ ქუჩაში გამოვიდნენ. ციალა ჯოჯუამ ისევ შიმშილობა დაიწყო. ისინი აქციას ზუგდიდის მერიის წინ, ტრაფარეტებით ხელში მართავენ.
დედა და შვილს მიწის რეგალიზების კომისიის თავმჯდომარე და ფრაქცია „რესპუბლიკელების“ თავმჯდომარე ნიკოლოზ ზარქუა შეხვდა, რომელმაც ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ “არის სიტყვიერი შეთახხმებები იმის შესახებ, რომ ამხანაგობიდან ორმოცი კვადრატი მიწის ნაკვეთი ქალბატონს გადაეცეს საკუთრებაში”. .[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=7MpvJHhkdkg[/embedyt]
ააიპ “კეთილმოწყობის” ცენტრის დირექტორის მამუკა ციმინტიას განცხადებით, „ბრიგადაში, რომელიც ჯოჯუას ოჯახში მუშაობს, არის ერთი ხელოსანი დათო, რომელიც ახლა შვებულებაშია, ჯოჯუას შვილმა მითხრა, სხვა ხელოსნები ვერ ასრულებენ სამუშაოებსო და ის გამოუშვიო. მე ვუთხარი-ორშაბათს, ან სამშაბათს მივიდოდა მათთან. რაც შეეხება სამუშაოებს, ვიცი, ბინაში სამუშაოები დასამთავრებელია, ხელოსანი შვებულებიდან როცა დაბრუნდება, მაშინ გავაგრძელებთ, დაახლოებით ერთ კვირაში.” მამუკა ციმინტია ამბობს, რომ სარემონტო სამუშაოებისთვის მერიისგან არანაირი თანხა არ ყოფილა გადმორიცხული, უბრალოდ მერიამ გამოიჩინა კეთინილი ნება ამ ოჯახის მიმართ- აცხადებს ციმინტია.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=ZYF_ODjGKhI[/embedyt]
დედა და შვილი ჟურნალისტებთან ამბობენ, რომ ისინი არ აპირებენ აქციის შეწყვეტას მანამ, სანამ მათი მოთხოვნა არ იქნება ბოლომდე შესრულებული. რაც შეეხება 79 წლის ციალა ჯოჯუას, ის აპირებს საღამოს საწოლის გაშლას და ადგილზე დარჩენას.
ლალი ცირდავას დედა, ციალა ჯოჯუა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობის წინ, პროტესტის ნიშნად, ღია ცის ქვეშ, 64 დღე იწვა. გარკვეული პერიოდი იშიმშილა კიდეც. მან აქცია მას შემდეგ შეწყვიტა, როცა მერია მისი საცხოვრებელი ფართის დაკანონებას და შეკეთებას დაჰპირდა.