79 წლის ციალა ჯოჯუა ისევ შიმშილობს


79 წლის ციალა ჯოჯუა და მისი ქალიშვილი ლალი ცირდავა ისევ ქუჩაში გამოვიდნენ. ციალა ჯოჯუამ ისევ შიმშილობა დაიწყო. ისინი აქციას ზუგდიდის მერიის წინ, ტრაფარეტებით ხელში მართავენ. „ზუგდიდელებთან“ საუბარში, ლალი ცირდავა აცხადებს, რომ ძალიან გაჭიანურდა შეპირებული სარემონტო სამუშაოების შესრულება  მათ ბინაში

და ითხოვს რემონტის დროულად დასრულებას და ბინის მათ საკუთრებაში გადაფორმებას.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=_erAPjXVUls[/embedyt]

 ლალი ცირდავას დედა, ციალა ჯოჯუა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობის წინ, პროტესტის ნიშნად, ღია ცის ქვეშ, 64 დღე იწვა. გარკვეული პერიოდი იშიმშილა კიდეც. მან აქცია მას შემდეგ შეწყვიტა, როცა მერია მისი საცხოვრებელი ფართის დაკანონებას და შეკეთებას დაჰპირდა.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!