სამეგრელოში კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა

  • სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 45 კოვიდპაციენტი, მათ შორის მძიმე 2 პაციენტი.

ფოთის ჰოსპიტალში 32 კოვიდპაციენტი მკურნალობს, მათ შორის 3 მძიმე.

“სენამედის” კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 12 პაციენტი, მათ შორის მძიმე 1.

ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალი – 10 პაციენტი, მათ შორის მძიმე 2.

აბაშის ევექსის კოვიდ კლინიკა – 7 პაციენტი.

სენაკი ლაზიკა მედი – 15 პაციენტი, მათ შორის 1 მძიმე.

ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 82 პაციენტი.

რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცეში იმყოფება – 99 ადამიანი.

ამავე ინფორმაციით,  კორონავირუსით კლინიკა “სენამედში” გარდაიცვალა 79 წლის მამაკაცი. ის აბაშის სოფელ ტყვირის მცხოვრები იყო.

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.