სამების ტაძარში ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსვენებულთა სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება


  • სამების ტაძარში ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსვენებულთა სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება.

სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფომაციით, ოკუპირებული აფხაზეთიდან 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული 11 პირის იდენტიფიცირებული ნეშტია გადმოსვენებული, მათგან 8 სამხედრო და 3 მშვიდობიანი მოქალაქე.

“სამოქალაქო პანაშვიდები გაიმართება სამების საკათედრო ტაძარში 7 დეკემბერს, 17:00 საათიდან და 8 დეკემბერს 11:00-დან 14:00 საათამდე. იდენტიფიცირებულთაგან 3 ნეშტს, სამხედრო პატივით, 8 დეკემბერს, 15:00 საათზე, დიღმის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალავენ,- აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

7 − 5 =

Akismet ანტისპამი