საკრებულოში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვები დაიწყო


  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინფორმაციით, საკრებულოში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვები დაიწყო.

იხილეთ ბიუჯეტის პროექტის განხილვების გრაფიკი:

17 ნოემბერი, 15:00 საათი – ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისია;

18 ნოემბერი, 12:00 საათი – საფინანსო-საბიუჯეტო და სარევიზიო საკითხთა კომისია და იურიდიულ, სამანდატო და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისია;

21 ნოემბერი, 12:00 საათი – ეკონომიკის, ურბანული განვითარებისა და ქონების მართვის საკითხთა კომისია;

21 ნოემბერი, 15:00 საათი – ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“;

22 ნოემბერი, 12:00 საათი – ფრაქცია „ზუგდიდი საქართველოსთვის“;

22 ნოემბერი, 15:00 საათი – ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“.

ინფორმაციისთის: საზოგადოებრივი ორგანიზაციების, იურიდიული პირების, მოქალაქეების წინადადებები, შენიშვნები და შეფასებები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების დოკუმენტსა და ბიუჯეტის პროექტზე არა უგვიანეს 24 ნოემბრისა ბარდება საკრებულოს აპარატს (მისამართი: ქალაქი ზუგდიდი, ზვიად გამსახურდიას გამზირი N45).

კომისიებისა და ფრაქციების სხდომები გაიმართება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში მისამართზე: ქალაქი ზუგდიდი, ზვიად გამსახურდიას გამზირი N45, III სართული, საკრებულოს სხდომათა დარბაზი.

„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ” ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის ნახვა შესაძლებელია საკრებულოს ვებგვერდზე.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.