Warner Bros-მა რუსეთში თავისი ფილმების ჩვენება აკრძალა


  • ამერიკულმა კინოკომპანია Warner Bros-მა რუსული ჰოლდინგურ კომპანია „ნაციონალური მედია ჯგუფის” არხებს სტუდიის ფილმების მაუწყებლობა აუკრძალა, მიუხედავად იმისა, რომ სალიცენზიო ხელშეკრულებები ჯერ კიდევ წელიწადნახევარის განმავლობაშია ძალაში, – ინფორმაციას გამოცემა „Бюллетень Кинопрокатчика“ ავრცელებს.

„ნაციონალური მედია ჯგუფი“ მოიცავს: „პირველ არხს”, СТС-ს, РЕН ТВ-ს, “Домашний”-ს, “მეხუთე არხს”. ჰოლდინგი ასევე ემსახურება საკაბელო ტელევიზიას.

2016 წლის დეკემბერში ჰოლდინგის პრეზიდენტი, კირილ კოვალჩუკი აშშ-ის სანქციების ქვეშ მოექცა. ჰოლდინგის ერთ-ერთ აქციონერს, „როსია ბანკს“ კი სანქციები 2014 და 2022 წლებში დაუწესეს.

შეგახსენებთ, Warner Bros-მა, ისევე როგორც Disney-მ, Sony-მ, Paramount-მა და Universal Pictures-მა, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთში მუშაობა და მათი პროექტების ლიცენზირება შეაჩერეს.

წყარო


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!