სააღდგომო ფესტივალი ზუგდიდში


 წმინდა გიორგის სახელობის ზუგდიდის გიმნაზია 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით, სამდღიან სააღდგომო ფესტივალს მართავს. დღეს, მოსწავლე – ახალგაზრდობის სასახლეში გაიმართა მოსწავლეთა სამეცნიერო კონფერენცია სახელწოდებით: „ ჩემი კუთხის ქრისტიანული რეალიები’’.  კონფერენციაზე მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ყველა კუთხის სასულიერო სასწავლებლის წარმომადგენლებმა. ფესტივალის პირველ დღეს მოხდა ღვთისმშობლის სამოსლის მოლოცვა, მოგვიანებით, მოსწავლეებმა ისაუბრეს თუ როგორ იქმნებოდა გიმნაზია.  ფესტივალის ფარგლებში მოეწყო მხატვრული ნამუშევრების გამოფენა-დათვალიერება, გაიმართა კონცერტი გიმნაზიის შემოქმედებითი ჯგუფის მონაწილეობით.

ზუგდიდის წმინდა გიორგის სახელობის გიმნაზის დირექტორმა მანანა ნაჭყებიამ აღნიშნა, რომ ფესტივალი რამდენიმე წელია მეუფის ლოცვა-კურთხევით ტარდება. ფესტივალის ბოლო დღეს, იგეგმება, კონცერტი საქართველოს საპატრიარქოს სასწავლებლების მონაწილეობით.„ფესტივალის მესამე დღე იქნება მაშტაბური და მრავალფეროვანი, ველოდებით სამასამდე სტუმარს. ფესტივალის მასპინძელიც და სტუმარი გახლავთ საპატრიარქოს სასწავლო კომიტეტის თავმჯდომარე მისი მაღალ ყოვლად უსამღვდელოესობა რუსთაველის მიტროპოლიტი იოანე”.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=qN27fwEMihc[/embedyt]

ფესტივალში მონაწილეობას ღებულობენ საქართელოს საპატრიარქოს სასწავლო ცენტრი, სასწავლებლები, შემწე საზოგადოების წევრები და დაინტერესებული მოქალაქეები.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!