რუსების მიერ კრივოი-როგის დაბომბვას მსხვერპლი მოჰყვა


  • რუსმა ოკუპანტებმა წუხელ კრივოი-როგი დაბომბეს, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, რუსებმა კრივოი-როგში სამი რაკეტა გაუშვეს.

“ტრაგიკული ღამე. ერთი დაღუპული და სამი დაჭრილი. შუაღამის შემდეგ რუსებმა სამი რაკეტა ესროლეს კრივოი-როგს. თავს დაესხნენ სამრეწველო საწარმოს. მოკლეს მუშა. მაშველებმა მისი ცხედარი ნანგრევებიდან ამოიყვანეს. კიდევ სამი ადამიანი დაშავდა, ისინი ადგილობრივ ჰოსპიტალში გადაიყვანეს“, – წერს „ტელეგრამში“ დნეპროპეტროვსკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ვალენტინ რეზნიჩენკო.

წყარო


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.