როგორ შევაჩეროთ თმის ცვენა სახლის პირობებში


  • “საშინაო კოსმეტიკა” აუცილებლად უნდა შეაშველოთ სილამაზის რუტინას. არსებობს 6 პროდუქტი, რომლებიც თმის ცვენის შეფერხებაში დაგეხმარებათ და სქელ, ფუმფულა თმას შეგინარჩუნებთ.

მდოგვის ფქვილი: აურიეთ 1 ს.კ. მდოგვის ფქვილი, 2-3 ს.კ. ცხელი წყალი, 2 ს.კ. ზეითუნის ზეთი და 1 კვერცხი. დაიდეთ მასა თმის ძირებზე და თავის კანზე. ნიღაბი ეფექტურობას გამოავლენს 3-5 წუთის შემდეგ და უკვე შეგეძლებათ მისი ჩამობანვა.

კვერცხის გული: აურიეთ 1 მწიფე ავოკადოს პიურე და 1 კვერცხის გული. დაიდეთ თმის მთელ სიგრძეზე და გაიჩერეთ 30-40 წთ.

ქოქოსის ზეთი: აურიეთ 2 ს.კ. ქოქოსის და 1 ს.კ. ზეითუნის ზეთი. ეს საშუალება განსაკუთრებული წარმატებით სარგებლობს თმის პრობლემებთან მიმართებაში. გაიჩერეთ 1 საათით ან თუნდაც მთელი ღამით. შემდეგ ჩამოიბანეთ შამპუნით.

ხახვი: 2 საშუალო ხახვი ბლენდერში დაამუშავეთ, დაუმატეთ 1 ს.კ. ქოქოსის ზეთი და რამდენიმე წვეთი ეთერული ზეთი არასასიამოვნო სუნის გაქრობისათვის. ეს შეიძლება იყოს გვირილის, მანდარინის, დარიჩინის, კედარის და აშ. დაიმასაჟეთ ნიღბით თავის კანი და დაიტოვეთ 1-2 საათით. შემდეგ ჩამოიბანეთ. გაითვალისწინეთ, რომ გამოყენების შემდეგ თმაზე სურნელი შეიძლება დიდხანს დარჩეს.

თაფლი: აურიეთ 1 ს.კ. თაფლი, 1 ს.კ. რომი, 1 კვერცხის გული, 1 ს.კ. აბუსალათინის ზეთი და ვიტამინი A და E-ს კაფსულები. თამამად წაისვით ძირებზე, თმაზე ნაკლებად. გაიჩერეთ მინიმუმ 1 საათი, შემდეგ ჩამოიბანეთ.

ლავანდას ზეთი: დაიმასაჟეთ ზეთით თავის კანი. რეგულარული გამოყენებისას შეწყდება თმის ცვენა და გაძლიერდება მისი ზრდა.

წყარო

 


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!