დადიანების მუზეუმის თანამშრომლები ხელფასის მომატებას ითხოვენ


  • დღეს, დადიანების ისტორიულ-არქიტექტორული მუზეუმის თანამშრომლებმა, ხელფასების გაზრდის მოთხოვნით, კულტურის სამინისტოს და პრემიერ-მინისტრს მიმართეს.

თანამშრომლები მუზეუმის შესასვლელთან შეიკრიბნენ და განაცხადეს, რომ ხელისუფლებას ათდღიან ვადას აძლევენ.

“ჩვენი მოთხოვნაა ხელფასების მომატებაა. ათი დღე, საკმარისია იმისათვის, რომ პასუხი მივიღოთ”-განაცხადა ექსკურსმძღოლმა და ფილოლოგიის დოქტორმა ნანა აბულაძემ.

დირექტორის მოადგილემ საგანმანათლებლო-სამეცნიერო დარგში, ნანა ფიფიამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ მათ მიმართეს ყველანაირ ლეგიტიმურ უფლებას, თუმცა რეაგირება არ მომხდარა. “რადგანაც მტკიცდება 2020 წლის ბიუჯეტი, მივმართავთ პრემიერ-მინისტრს. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს სამწუხაროდ ჰგონია, რომ მხოლოდ მასწავლებლების მინისტრია. მასაც მინდა შევახსენო, რომ ის მუზეუმელების მინისტრიცაა. აქედან გამომდინარე, მივმართავთ ბატონ გახარიას, გადახედოს ჩვენს სახელფასო პოლიტიკას, ნახოს ჩვენი შრომის ანაზღაურება და დარწმუნებული ვარ, მივა იმ დასკვნამდე, რომ ამ სასახლეში, რომელიც მებატონეებმა ააშენეს ბატონყმობა ჯერ არ გადავარდნილა”.

თავის მხრივ, მუზეუმის დირექტორმა ლილი ბერაიამ აღნიშნა, რომ საკითხთან დაკავშირებით საუბარი ჰქონდა კულტურის სამინისტოს წარმომადგენელთან. “მაკა ბურჭულაძემ მითხრა, ახლა ვზივარო და თქვენს ნუსხას ვაკეთებო, მაცალონო. ხელფასის მომატება საჭიროა, პატარაა. მეც მინდა ხელფასი მომემატოს და რატომ უნდა ვიყო წინააღმდეგი თანამშრომლებს ხელფასი რომ მოემატოს.”-განაცხადა ბერაიამ.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!