ბროწეული და მისი სასარგებლო თვისებები


  • ბროწეულში შემავალი 15 ამინომჟავიდან 5 შეუცვლელია. იგი მდიდარია К, С, В9, В6 ვიტამინებითა და მინერალებით (კალიუმი, სპილენძი, ფოსფორი). ამასთან, ბროწეული დაბალკალორიული პროდუქტია.

ბროწეული ამაგრებს გულს. მასში უხვადაა პუნიკალაგინი (Punicalagin). ეს ნივთიერება ანეიტრალებს თავისუფალ რადიკალებს და ზრდის ანტიოქსიდანტურ სტატუსს. იგი ასევე ამაგრებს სისხლძარღვების კედლებს და აქვეითებს სისხლში ცუდი ქოლესტერინის დონეს.

ბროწეული ხელს უშლის ართროზის განვითარებას. იგი მდიდარია К ვიტამინით, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ძვლებისა და შემაერთებელი ქსოვილის ნივთიერებათა ცვლაში, კალციუმის ათვისებაში. ბროწეული აფერხებს ხრტილოვანი ქსოვილის დეფორმაციას, ხსნის ანთებასა და ამცირებს შეშუპებას.

ბროწეული კარგია კბილებისთვის. მისი წვენი ხელს უწყობს კბილის ნადების მოცილებას, გააჩნია ანტიმიკრობული და ანტივირუსული თვისებები, ასუფთავებს პირის ღრუს ბაქტერიებისგან, რის გამოც მცირდება ღრძილების დაავადებების განვითარების რისკი.

ბროწეული იცავს ორგანიზმს კიბოსგან. მისი რეგულარული მიღება რამდენადმე ამცირებს სარძევე ჯირკვლის კიბოს განვითარების რისკს. ბროწეულის წვენი აფერხებს კიბოს უჯრედების ზრდას.

ბროწეული აძლიერებს იმუნიტეტს. С ვიტამინის შემცველობის ხარჯზე.

ბროწეული აუმჯობესებს საჭმლის მონელებას. ბროწეულის წვენი ზრდის მადას და შესანიშნავად უმკლავდება წყურვილის გრძნობას.

ბროწეული ხელს უწყობს ჭრილობების შეხორცებას. აუმჯობესებს ეპიდერმისის უჯრედების რეგენერაციას.

ბროწეული ამაღლებს სისხლში ჰემოგლობინს. ბროწეულის წვენს ხშირად ნიშნავენ ანემიების დროს, ნახევარი ჩაის ჭიქის ოდენობით, დღეში 3-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.

ბროწეული ნაჩვენებია შაქრიანი დიაბეტის დროს. თუმცა სჯობს ამ შემთხვევაში მივიღოთ წყლით გაზავებული ბროწეულის ახლად გამოწურული წვენი.

ბროწეულის ექსტრაქტი მედიცინაში ხშირად გამოიყენება როგორც ანტი-age დანამატი. იგი აფერხებს კანის დაბერების პროცესს და ხელს უშლის ასაკობრივი პიგმენტური ლაქების წარმოქმნას.

წყარო


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!