- “საშინაო კოსმეტიკა” აუცილებლად უნდა შეაშველოთ სილამაზის რუტინას. არსებობს 6 პროდუქტი, რომლებიც თმის ცვენის შეფერხებაში დაგეხმარებათ და სქელ, ფუმფულა თმას შეგინარჩუნებთ.
მდოგვის ფქვილი: აურიეთ 1 ს.კ. მდოგვის ფქვილი, 2-3 ს.კ. ცხელი წყალი, 2 ს.კ. ზეითუნის ზეთი და 1 კვერცხი. დაიდეთ მასა თმის ძირებზე და თავის კანზე. ნიღაბი ეფექტურობას გამოავლენს 3-5 წუთის შემდეგ და უკვე შეგეძლებათ მისი ჩამობანვა.
კვერცხის გული: აურიეთ 1 მწიფე ავოკადოს პიურე და 1 კვერცხის გული. დაიდეთ თმის მთელ სიგრძეზე და გაიჩერეთ 30-40 წთ.
ქოქოსის ზეთი: აურიეთ 2 ს.კ. ქოქოსის და 1 ს.კ. ზეითუნის ზეთი. ეს საშუალება განსაკუთრებული წარმატებით სარგებლობს თმის პრობლემებთან მიმართებაში. გაიჩერეთ 1 საათით ან თუნდაც მთელი ღამით. შემდეგ ჩამოიბანეთ შამპუნით.
ხახვი: 2 საშუალო ხახვი ბლენდერში დაამუშავეთ, დაუმატეთ 1 ს.კ. ქოქოსის ზეთი და რამდენიმე წვეთი ეთერული ზეთი არასასიამოვნო სუნის გაქრობისათვის. ეს შეიძლება იყოს გვირილის, მანდარინის, დარიჩინის, კედარის და აშ. დაიმასაჟეთ ნიღბით თავის კანი და დაიტოვეთ 1-2 საათით. შემდეგ ჩამოიბანეთ. გაითვალისწინეთ, რომ გამოყენების შემდეგ თმაზე სურნელი შეიძლება დიდხანს დარჩეს.
თაფლი: აურიეთ 1 ს.კ. თაფლი, 1 ს.კ. რომი, 1 კვერცხის გული, 1 ს.კ. აბუსალათინის ზეთი და ვიტამინი A და E-ს კაფსულები. თამამად წაისვით ძირებზე, თმაზე ნაკლებად. გაიჩერეთ მინიმუმ 1 საათი, შემდეგ ჩამოიბანეთ.
ლავანდას ზეთი: დაიმასაჟეთ ზეთით თავის კანი. რეგულარული გამოყენებისას შეწყდება თმის ცვენა და გაძლიერდება მისი ზრდა.