ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ვოკალურმა სტუდიამ „რეტრო“ ბულგარეთში, ქალაქ ვარნაში საერთაშორისო ფესტივალ-კონკურსში – ”მშვიდობა, ხელოვნება და ზღვა” პირველი ადგილი დაიკავა. კონკურსის მთავარი პრიზი, გრან-პრი მარიამ ღულათავამ მიიღო. კონკურსში მონაწილეობა მიიღეს 9 ქვეყნიდან მიწვეულმა ვოკალურმა ჯგუფებმა.
სტუდია “რეტროს” მოსწავლეები კონკურსზე კომპანიის “Magic Group” და ქალაქ ზუგდიდის მერიის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის დაფინანსებით იმყოფებოდნენ.