საჩუქრები ქალაქის ბიბლიოთეკას


სერვისების განვითარების სააგენტომ, პროექტის „საჯარო ბიბლიოთეკები ადგილობრივი განვითარებისთვის“ ფარგლებში, ქალაქ ზუგდიდის  ცენტრალურ ბიბლიოთეკას წიგნები, ნოუთბუქი, ფერადი პრინტერი და სხვა საჭირო ტექნიკა გადასცა.
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცენტრალური ბიბლიოთეკა, პროექტის „საჯარო ბიბლიოთეკები ადგილობრივი განვითარებისთვის“ საპილოტე ფაზაში ნუკრიანის, ხულოსა და ხიდისთავის ბიბლიოთეკებთან ერთად ჩაერთო. 
პროექტი “საჯარო ბიბლიოთეკები ადგილობრივი განვითარებისთვის“ ფარგლებში, დაფინანსებულია IREX-ის მიერ Beyond Access-ის პროგრამის ფარგლებში და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ, საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციასთან და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან თანამშრომლობით ხორციელდება.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!