- “საქართველოს ბანკის“ ყაჩაღობაში ბრალდებულ ბადრი ესებუას დაკავებას იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე გამოეხმაურა.
“ვულოცავ ყველა პოლიციელს, ვახტანგ გომელაურის ხელმძღვანელობით, რთული ოპერაციის წარმატებით დასრულებას.
ესებუას დაკავება არამხოლოდ სამართლიანობის აღდგენა, არამედ ასევე გამაფრთხილებელი სიგნალია ცდუნებას აყოლილი კრიმინალური რომანტიკოსებისთვისაც“, – წერს რატი ბრეგაძე.