ჯიხაშკარში, სადაც ბადრი ესებუა დააკავეს საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს


  • სოფელ ჯიხაშკარში, იმ სახლში, სადაც “საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღებაში ბრალდებული ბადრი ესებუა დააკავეს, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

გავრცელებული ინფორმაციით, ბადრი ესებუა ერთ-ერთი ადგილობრივის საცხოვრებელ სახლში იმყოფებოდა.

ინფორმაციისთვის: ზუგდიდში “საქართველოს ბანკის“ ყაჩაღობაში ბრალდებული ბადრი ესებუა რამდენიმე საათის წინ დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე, 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

7 + 6 =

Akismet ანტისპამი