პროკურატურამ ზუგდიდსა და თბილისში დაკავებულ “ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფ პირებს ბრალი წარუდგინა


  • საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, “ქურდული სამყაროს” წევრობისა და „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ფაქტებზე, 5 პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ორ პირს შორის წარმოქმნილი ფინანსური დავა სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რის შემდეგაც, ხსენებულმა პირებმა „ქურდული გარჩევის“ განხორციელების და მატერიალური უპირატესობის მიღების მიზნით, „ქურდული სამყაროს“ წევრებს მიმართეს.

2022 წლის ივლისსა და აგვისტოში, თბილისში და ზუგდიდის რაიონში, “ქურდული სამყაროს” წევრების მონაწილეობით შედგა “ქურდული გარჩევა”, რა დროსაც საკუთარი კრიმინალური გავლენის, ძალაუფლების დამკვიდრების და გავრცელების მიზნით, “ქურდული სამყაროს” წევრებმა დაპირისპირებულ მხარეებს შორის განიხილეს დავა, რის შემდეგაც ერთ-ერთ მოდავე პირს მეორე პირისთვის „ქურდული გარჩევით“ დაკისრებული თანხა გადაახდევინეს.

სამართალდამცველებმა ხუთივე პირი მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისსა და სამეგრელოში დააკავეს.

სამ პირს ბრალდება წარედგინა სსკ-ის 223-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ქურდული სამყაროს წევრობა), რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხოლო ორ პირს ბრალდება სსკ-ის 2234-ე მუხლის პირველი ნაწილით (ქურდული სამყაროს წევრისთვის მიმართვა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ხუთივე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდათ.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება”.-აღნიშნულია საქართველოს პროკურატირის ინფორმაციაში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.