“პროკლამაციებიდან დამოუკიდებლობის აქტამდე”-შეხვედრა ბიბლიოთეკაში


  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში გაიმართა შეხვედრა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი ორგანიზაციის ერთ-ერთ ლიდერთან – ედემ კვირტიასთან.

ბატონმა ედემმა ისაუბრა გასული საუკუნის 60-იანი წლების ანტისაბჭოთა მოძრაობასა და მის შემდგომ განვითარებულ მოვლენებზე, რომელთა შესახებ აღწერილია მისივე წიგნში – „პროკლამაციებიდან დამოუკიდებლობის აქტამდე“.

ბატონი ედემ კვირტიას მონაწილეობით დაიგეგმა საჯარო ლექციების ჩატარება ეროვნულ – განმანთავისუფლებელ მოძრაობასა და მის ლიდერებზე სასოფლო ბიბლიოთეკა-ფილიალებში.

ღონისძიების ორგანიზატორი გახლდათ დავით ლოგუა – სამართლიანი არჩევნების რეგიონალური ხელმძღვანელი.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

fifteen − eight =

Akismet ანტისპამი