ცნობილი ზუგდიდელები ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღზე-დავით ლოგუა


  • “სამართლიანი არჩევნების” ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელი დავით ლოგუა ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში დაწესებულ ტარიფებზე თავის ფეისბუქგვერდზე წერს:

“ბოტანიკური ბაღი, თავისი მნიშვნელობით ფართო დიაპაზონის საგანია, რომლის მიმართაც საზოგადოების არათანმიმდევრულმა რეფლექსიამ მისი მნიშვნელობა დაავიწროვა. ბოტანიკურის ბაღის გარშემო პერიპეტიები ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან დაიწყო, როდესაც მისი მნიშვნელობა ქალაქისთვის სტადიონით ჩაიხერგა, რამაც ის, როგორც კულტურული ძეგლი უკანა პლანზე გადაწია. ფაქტობრივად ამ აქტით, ბოტანიკური ბაღი ერთიან ურბანულ ლანდშაფტს ჩამოეხსნა. შემდეგ მას მოჰყვა, მმართველ პოლიტიკურ კლასთან დაახლოებული პირების მიერ მიწების მიტაცება. თეატრონი, ხომ კლასიკური მაგალითია იმისა, თუ როგორ უნდა მტრობდე საკუთარი ქალაქის ისტორიულ რეკრეაციულ სივრცეს. მოგვიანებით სტადიონის აღებით გაჩნდა პერსპექტივა ბოტანიკური ბაღის ისევ ქალაქის ერთიან სივრცეში დაბრუნების, თუმცა მაშინდელი ჩემი ბავშვური ინფანტილიზმი ისევ იუსტიციის სახლით ჩაიხერგა. შემდეგ გავიგეთ, რომ იგეგმებოდა ბოტანიკური ბაღის რეკონსტრუქცია, რაც არაერთი ზუგდიდელისთვის გახდა სიხარულის მიზეზი. თუმცა მოგვიანებით დაგვაწიეს ინფორმაცია, რომ ის არა კონკრეტული ადამიანის ფილანტროპიული ნებით იქნა განხორციელებული, არამედ მოქალაქეთა გადასახადებს მიება. მისი სრული რეაბილიტაციისთვის 11 974 436 ლარი დაიხარჯა. რეაბილიტაციისთვის საჭირო თანხის 70%-ის გადახდა კიდე ზუგდიდს, ანუ ჩვენ საკუთარი სახსრებით მოგვიწევს. ამ თანხის 50% მერიამ 11%-იანი სესხის სახით, მსოფლიო ბანკიდან აიღო, ხოლო დანარჩენი 2019 წლის ბიუჯეტიდან გამოყო. სესხის გადახდის ვალდებულება 2028 წელს დასრულდება. რაც შეეხება რეაბილიტაციისთვის საჭირო დანარჩენ 30%-ს, მუნიციპალიტეტმა გრანტის სახით მუნიციპალური განვითარების ფონდიდან მიიღო. სადაა ფილანტროპი, არ არის, არადა იდეაში იყო. მიუხედავად გაღებული ფინანსური რესურსისა, მესმის, რომ გემოვნების ნაწილია თუმცა ვფიქრობ, რომ ბაღმა დაკარგა მისი უნიკალურობა და გახდა ერთ-ერთი რიგითი პარკი, არაერთი თანმდევი პრობლემებით.

მოქმედი ვერტიკალის პირობებში M2-ის მცდელობამ და მასთან ადგილობრივი ხელისუფლების გარიგებამ გააჩინა დამატებითი საფრთხე, ბოტანიკური ბაღის მნიშვნელობის დაკნინების, რაც მას შესაძლოა სასტუმროს უკანა ღობის ფუნქცია დაკისრებოდა. ამასთანავე წარმოდგენილი მონოლითური შენობის მანდ ჩადგმით, პირველი ილახებოდა “კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ” კანონი და მეორე ფიზიკურ საფრთხეს უქმნიდა იქვე არსებულ კულტურულ ძეგლებს. ჩემი მოკრძალებული მოსაზრებით, ბოტანიკურ ბაღის ღირსება აღდგება მას შემდეგ, როდესაც მას ფიზიკურად დავუბრუნებთ ცენტრს, რაც გულისხმობ მის მოქცევას ერთიან უბრანულ სივრცეში. სანამ ბაღის მიმდებარედ არსებულ კომერციულ ფართებს პოლიტიკურ წრეებთან გარიგებული სუბიექტები დაისაკუთრებენ, მანამდე მუნიციპალიტეტმა ყველაფერი უნდა იღონოს, რომ ის შემოუერთდეს ბულვარს და გახდეს ცენტრის ორგანული ნაწილი. სწორედ არათანმიმდევრული რეფლექსიის შედგეგია, ის რომ ადგილობრივი ხელისუფლება არ აფასებს მოქალაქეთა ეკონომიკურ მდგომარეობას და არც ეკითხება მას რა პერსპექტივა უნდა ჰქონდეს ბოტანიკურ ბაღს. მაშინ როდესაც თვითმმართველობა ეს ჩვენი უფლებაა, თანაბრად მივიღოთ მონაწილეობა ქალაქის განვითარებაში. თეატრონი მოვითმინეთ, მ2 გავატარეთ, მეჯლისით გავიხარეთ ხო და ეხლა არც მიკვირს, რომ არამკითხე მოამბეს ფუნქციას ვასრულებთ.

,,აპრიორი უფასო” დისკურსისაგან განსხვავებით მივესალმები იმ ფაქტს, რომ ზოგადად მსგავსი ტიპის ,,პარკი” უნდა იყოს ფასიანი, ვინაიდან მან უნდა შეძლოს საკუთარი თავის რჩენა, თუმცა აქამდე ჩვენს უმძიმეს ყოფას ძალიან შორი გზა აქვს გასავლელი, (ყოველშემთხვევაში მოქალაქეებს უნდა გვკითხონ, თუ რას ვფქრობთ). სხვაზე, რომ არ ვისაუბრო არც მე ვარ იმ მოწყვლადთა ჯგუფში, რომელიც შეძლებს ყოველთვიურად სააბონენტოს გადახდას. არადა ვინც მიცნობს, ჩემთვის ეს ბაღი მრავალფუქნციურია, ზაფხულის ხვატისგან გაქცევით დაწყებული, დასვენებით გაგრძელებული და ჩემი საყვარელი street workout-ით დასრულებული. შეჯამებისკენ, რომ წავიდე წარმოდუგენელია დღეს მოქალაქეებს ამ უკიდურესად დუხჭირ ჟამს, მოსთხოვო ფულის გადახდა იმაში, რაც არის მათი ცხოვრების თუ არსებობის განუყოფელი ნაწილი, მითუმეტეს მაშინ, როდესაც ქალაქს სხვა ალტერნატიული სივრცე, რამაც შეიძლება ის დააბალანსოს არა აქვს. ამასთანავე არსებული პოლიტიკური კონტექსტის გათვალისიწინებით, რომელიც თავის მხრივ იკვებება ნეპოტიზმით, კლიენტელიზმით, კორუბციით და სხვა ძალაუფლების გამყარებისთვის საჭირო რესურსებით, ჩემთვის ნაკლებ სანდოა ბაღში აკუმულირებული თანხების ყაირათიანი ხარჯვა, რასაც აუდიტის მიერ გამოქვეყნებული დასკვნაც ამყარებს. ამ ნაწილში კონკრეტულ სუბიექტებს რასაკვირველია არ ვგულისხმობ, ვინაიდან სისტემაა თვითონ იმდენად დამპალი, რომ მას სხვანაირად არსებობა არ ძალუძს, რისი მსხვერპლიც არაერთი საჯარო მოხელეა.

დღევანდელი მოცემულობით, ბოტანიკური ბაღი უნდა იყოს უფასო, როგორ? გრანტების მოძიებით; მუნიციპალიტეტში დასაქმების პოლიტიკის გადახედვით და ზოგადად ფინანსური პოლიტიკის ოპტიმიზაციით; ზრუნვით რომ ის გახდეს საერთაშორისო მნიშვნელობის ძეგლი და სხვა დამატებითი აქტივობებით, რაც შეძლებს მას გაუხანგრძლივოს სიცოცხლე”.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!