პროგრამა “დადიანების ევროპული ბაღი“ ჩატარდა


  • დღეს, დადიანების მუზეუმისა და ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის ერთობლივი საგანმანათლებლო-შემეცნებითი პროგრამა “დადიანების ევროპული ბაღი“ ჩატარდა. მონაწილეებმა პროგრამის ფარგლებში, დაათვალიერეს დედოფლისეული სასახლის მემორიალური გამოფენა.

ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში, ჩაუტარდათ ექსკურსია, სადაც გაეცნენ ევროპული ბაღის ისტორიულ-კულტურულ მნიშვნელობას და უნიკალურ მცენარეთა მრავალფეროვნებას.

პრექტიკულ ნაწილში, ბავშვებმა დაათვალიერეს ორანჟერეა. სპეციალისტების ჩართულობით, ადგილზე შეისწავლეს მცენარის დარგვის და მოვლის ეტაპები, დარგეს მცენარეები, რომელიც სიმბოლურად საჩუქრად გადაეცათ.

ინფორმაციისთვის: შემდეგი პროგრამა ჩატარდება სამშაბათს, 8 აგვისტოს, 13:00 საათზე.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.