პრინცმა ჰარიმ და პრინცმა უილიამმა პრინცესა დაიანას ქანდაკება გახსნეს


  • პირველ ივლისს პრინცესა დაიანა 60 წლის გახდებოდა. ამ დღესთან დაკავშირებით, ბრიტანეთის სამეფო ოჯახმა გადაწყვიტა, მისი ხსნოვნის უკვდავსაყოფად კენსინგტონის სასახლეში ქანდაკება დაედგა.

ამ დღისთვის აშშ-დან სპეციალურად ჩამოვიდა 36 წლის პრინცი ჰარი, რომელმაც პრინც უილიამთან ერთად გახსნა ქანდაკება.

ქანდაკების ავტორი იან რენკ-ბროდლი გახდა, რომელმაც პრინცესა დაიანა მის ერთ-ერთ უსაყვარლეს სამოსში გამოსახა, რაც შეეხება გვერდით მდგარ ბავშვებს, ეს ფაქტი მისი პატარა ასაკის გულშემატკივრებისადმი განსაკუთრებულ დამოკიდებულებას გამოხატავს.

წყარო


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.