პრემიერი ზუგდიდში


სამეგრელოში, ზუგდიდში ჩამოსულმა გიორგი კვირიკაშვილმა  რუხის მრავალფუნქციური სავაჭრო ცენტრი გახსნა. ცენტრი სრულად გაზაფხულზე ამოქმედდება და იქ 1000-მდე ადგილობრივი მცხოვრები დასაქმდება. სავაჭრო ცენტრი 10 ათას კვადრატულ მეტრს იკავებს, ხოლო მისი საერთო განაშენიანების ფართობი 5 ჰექტარია.

სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე განთავსებულია  ავეჯის და ტექნიკის მაღაზიები, ჰიპერმარკეტი, ღია ტიპის ბაზარი,  საცალო და საბითუმო მაღაზიები, იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებრივი ცენტრი, საფინანსო და საბანკო მომსახურების ობიექტები, ავტოსერვისი, ფოსტა, აფთიაქი. სავაჭრო ფართები აღჭურვილია განათების, ვენტილაცია-კონდიცირების, გათბობის თანამედროვე სისტემებით.

პრემიერთან ერთად რუხში იმყოფებიან ეკონომიკის, ჯანდაცვის, იუსტიციის, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრები, ასევე იმყოფებოდა დავით საგანელიძე, იმ  საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელი, რომელმაც 15 მილიონ ლარად ღირებული პროექტი განახორციელა.  

გიორგი კვირიკაშვილი დღესვე მთავრობის წევრებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ეწვევა ზუგდიდის სტადიონის მშენებლობისთვის საფუძვლის ჩაყრას, რომელიც 7 233 მაყურებელზეა გათვლილი.

პრემიერ-მინისტრი შეხვდება შოთა მესხიას სახელობის ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პროფესიული პროგრამების სტუდენტებს და მათ განათლების სისტემაში გერმანული მოდელის დანერგვის პრიორიტეტებს გააცნობს.




ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 19 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!