პირველი ივნისიდან სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება 150 ლარი გახდება


  • საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, პირველი ივნისიდან სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება 150 ლარი გახდება. აღნიშნული გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

„მინდა ბავშვთა უფლებების დაცვაზე დავიწყო საუბარი. მოგეხსენებათ, მათზე ზრუნვა და მათი სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება ჩვენი მთავარი მოვალეობაა და ამ მიმართულებით ჩვენ არაერთი ნაბიჯი გადავდგით. ერთი წლის წინ, ჩემი გადაწყვეტილებით, სოციალურად დაუცველ ბავშვებს დახმარება გავუორმაგეთ, მანამდე 50 ლარი იყო და 100 ლარი გახდა. დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აღნიშნული დახმარება 150 ლარი გახდეს. ანუ, 1-ელი ივნისიდან თითო ბავშვზე აღნიშნული დახმარება 150 ლარს შეადგენს.

ასევე მინდა გითხრათ, რომ ამ მიმართულებით 341 მილიონი ლარი იქნება წელს ჯამური ბიუჯეტი. ასევე, ეს დახმარება მომავალი წელსაც გაგრძელდება. ჩვენი გადაწყვეტილება არის, რომ აღნიშნული დახმარება ყველ წელს გაგრძელდეს, რადგან ბავშვებზე ზრუნვა ჩვენი პირდაპირი მოვალეობაა. ჩვენ ყველა სოციალური დაუცველის მდგომარეობა გვაღელვებს. აღნიშნული გადაწყვეტილება შეეხება 215 ათასზე მეტ ბავშვს.”-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.