13 000-მდე დევნილი ოჯახი მიიღებს ბინებს 2022-2025 წლებში


  • იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლების პროგრამის ფარგლებში, ახალ საცხოვრებელს, 2022-2025 წლებში, 13 000-მდე დევნილი ოჯახი მიიღებს. 7000-მდე დევნილ ოჯახს, ახალაშენებულ კორპუსებში, თანამედროვე სტანდარტების, სრულად გარემონტებული ბინები გადაეცემათ.

კორპუსების მშენებლობა 2022 წლის გაზაფხულზე თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ბორჯომში დაიწყება და ეტაპობრივად დასრულდება. ამ ეტაპზე, ქუთაისში დასრულების ფაზაშია 700 ბინის მშენებლობა, რომლებიც ოჯახებს შემოდგომაზე გადაეცემათ. პროგრამის ბიუჯეტი, დაახლოებით 700 000 000 ლარია.

ახალაშენებულ კორპუსებში განსახლების ალტერნატიული პროექტის (რომლის ფარგლებშიც დევნილი ოჯახები თავად მოიძიებენ ბინებს), ასევე ,,სოფლად სახლის“ ფარგლებში, 2022-2024 წლებში 6000-მდე იძულებით გადაადგილებული პირი დაკმაყოფილდება საცხოვრებელი ფართით. პროექტების ჯამური ღირებულება 200 000 000 ლარია. პროგრამის მიზანი იძულებით გადაადგილებული ოჯახების სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფა და მათთვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნაა.

ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!