ოკუპირებულ სოხუმში სროლის შედეგად სამი ადამიანი გარდაიცვალა


  • მედიის ინფორმაციით, ოკუპირებულ სოხუმში სროლის შედეგად სამი ადამიანი გარდაიცვალა.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სროლის შედეგად დაშავებული სამი ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები სიცოცხლესთან შეუთავსებელი აღმოჩნდა და მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ეჭმიტანილი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, თუმცა ე.წ. პოლიციამ მისი ამოცნობა და დაკავება შეძლო.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

fourteen − 12 =

Akismet ანტისპამი