- მედიის ინფორმაციით, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი, ბადრა გუნბა მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღის აღსანიშნავ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად მოსკოვს ეწვევა.
მედია იუწყება, რომ ბადრა გუნბამ მიწვევა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისგან მიიღო.