მცირეწლოვანზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით სამეგრელოს ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში მამაკაცი დააკავეს


  • მცირეწლოვანზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით სამეგრელოს ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში 30 წლამდე მამაკაცი დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულს სექსუალური ხასიათის დანაშაულის ჩადენას ძმისშვილის მიმართ ედავებიან.

სასამართლომ ბრალდებულ პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლით დაიწყო, რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.