ზუგდიდში არასრულწლოვნის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა


  • ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ 15 წლის მოზარდის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ არასრულწლოვანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

სასამართლო პროცესი დახურულ ფორმატში მიმდინარეობდა.

ინფორმაციისთვის: ზუგდიდში, 20 ნოემბერს, მესხიას ქუჩაზე, 15 წლის ბიჭი მოკლეს. მოზარდს ჭრილობები ცივი იარაღით ჰქონდა მიყენებული. ის კლინიკამდე მიყვანამდე გარდაიცვალა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.