მსოფლიოში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობამ 34.5 მილიონს მიაღწია


  • მსოფლიოში კორონავირუსით დაიფიცირებულთა რაოდენობამ 34.5 მილიონს მიაღწია, ვირუსის მსხვერპლთა რაოდენობა კი 1.02 მილიონს შეადგენს. შესაბამისი მონაცემები ვებგვერდ worldometers-ზეა განთავსებული.

მსოფლიოში ინფიცირების ყველა მეტი 7.4 მილიონი შემთხვევა აშშ-ში ფიქსირდება. მე-2 ადგილს ინდოეთი 6.3 მილიონი შემთხვევით იკავებს. მე-3 პოზიციაზე კი ბრაზილიაა 4.8 მილიონი ინფიცირებულით.

რაც შეეხება ვირუსის მსხვერპლს, კორონავირუსის ფატალური შემთხვევებით კვლავ აშშ ლიდერობს 212 000 გარდაცვლილით. მე-2 და მე-3 პოზიციებს კი ისევ ბრაზილია და ინდოეთი იკავებენ.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

4 × five =

Akismet ანტისპამი