- საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, დღეიდან უვადო შიმშილობას აცხადებს.
“მე ვაცხადებ დღეიდან უვადო შიმშილობას, სრულს. ეს არის შიმშილობა, რეაქცია იმაზე, როგორც გვეპყრობა რეჟიმი მე და ჩემს ხალხს, ჩვენს ხალხს. აქ ჩემი ჯანმრთელობა არის მეასე ხარისხოვანი. ნახოს ყველამ, რას ნიშნავს სამშობლოს სიყვარული. ნახოს ყველამ, რას ნიშნავს ამბიციები, თუ საკუთარი ქვეყნის უფრო მაღლა დაყენება კომფორტზე და ყველაფერზე. მხოლოდ სულელებს შეუძლიათ, დაიჯერონ ის ბრალდებები, რომლებიც მე მაქვს წაყენებული. დაწყებული კოსტუმების საქმიდან, შეწყალება და ა.შ.“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე.