ჯანდაცვის სამინისტრომ ახალი პროექტი “გპასუხობს ექიმი“ დაიწყო


  • ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ ახალი პროექტი „გპასუხობს ექიმი“ დაიწყო.

უწყების ცნობით, კამპანია რეგიონულ მედიას მოიცავს, რომლის ფარგლებშიც, სპეციალურად გადამზადებული ექიმები, მოქალაქეთა შეკითხვებს პირდაპირ ეთერში პასუხობენ. პროექტის სამიზნე, რეგიონში და სოფლად მცხოვრები მოსახლეობაა.„გპასუხობს ექიმი“, რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსში შემავალ 10 სხვადასხვა არხზე გადის.

ექიმები, მოქალაქეების შეკითხვებს COVID-19-ის შესახებ, ინფიცირების მიმდინარეობის, იზოლაციისა და კარანტინის ვადების, ასევე – ვაქცინაციასა და „ბუსტერ“ დოზასთან დაკავშირებით პასუხობენ. მათ შორის, საქართველოში მცხოვრები, ეთნიკური უმცირესობების ენებზე.

პროექტის პარტნიორი საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსია. „გპასუხობს ექიმი“ საქართველოს მთავრობის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის მხარდაჭერით მიმდინარეობს.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!