მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 113 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს


  • შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 113 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს.

შსს-ს ინფორმაციით, მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან გაძევებულ იქნა: თურქეთის, ინდოეთის, რუსეთის, თურქმენეთის, ბანგლადეშის, ნიგერიის, აზერბაიჯანის, ჩინეთის, უზბეკეთის, სუდანის, კენიის, პარაგვაის, ფილიპინების, იორდანიის, უგანდის, ლიბანის და სხვა სახელმწიფოების – ჯამში 113 მოქალაქე.

მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.

უახლესი სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მიმდინარე წელს საქართველოდან უკვე გაძევებულია 2 203 არალეგალი მიგრანტი, რაც 2025 წლის ჯამურ მაჩვენებელს 70%-ით აღემატება.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

one + fifteen =

Akismet ანტისპამი