მზესუმზირის მოყვარულებმა ეს უნდა იცოდეთ!

  • ალბათ ბევრისთვის საყვარელი გასართობია მზესუმზირა, თუმცა შორიდან თუ შევხედავთ ამ სასუსნავით გართობას, გარდა იმისა, რომ მისი წკაპუნი არაესთეტიკურია, ასევე ვნებს თქვენს ჯანმრთელობას. ბევრ პუბლიკაციას ვაწყდებით, სადაც ავტორები ექიმების და ექსპერტების რჩევებს აქვეყნებენ და გვიმტკიცებენ, რომ მზესუმზირის მარცვლები ბევრ სასარგებლო თვისებებს შეიცავს, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მათი უკონტროლო მირთმევა, ცუდ შედეგებსაც იწვევს.

რა ზიანს იწვევს მზესუმზირა?

1. აზიანებს კბილის მინანქარს.
უპირველეს ყოვლისა, მზესუმზირის სიყვარული ცუდად აისახება ღიმილის ხარისხზე, რადგან ის აზიანებს კბილის მინანქარს და იწვევს ნერვული დაბოლოებების ექსპოზიციას. ბევრი საათის მანძილზე მზესუმზირის მირთმევა კი კარიესის განვითარების პროვოცირებას უწყობს ხელს. ზეთიანი ნარჩენები ჯერ მცირე, შემდეგ კი დიდ კარიესს იწვევს და პარალელურად ხელს უწყობს მინანქრის გაყვითლებას. ამრიგად, თუ არ გსურთ, სტომატოლოგთან გაყვითლებული კბილების ან კარიესის გამო ხშირი ვიზიტი, მოერიდეთ ამ სასუსნავს.

2. მზუსუმზირის სიყვარული ზიანს აყენებს თქვენს ფიგურას.
100 გრ მზესუმზირაში 570 კკ-ია (კილო კალორია). ეს ძალიან ბევრია! თუ გაითვალისწინებთ, რომ 100 გრ მზესუმზირის მირთმევისას მთელი დღის საჭირო საკვებს იღებთ, ადვილი წარმოსადგენია, როგორ მოქმედებს ის თქვენს ფიგურაზე. მათ, ვისაც ძალიან უყვარს მზესუმზირა და ხშირად მიირთმევენ, შეუძლიათ ათეული კილოგრამის მომატება წონაში. დიეტოლოგებიც კრძალავენ მას რაციონში.

3. საზიანოა საჭმლის მომნელებელი სისტემისთვის.
ბევრი მზესუმზირის მირთმევა, ხშირად იწვევს გულძმარვას. ეს იმას ნიშნავს, რომ კუჭ-ქვეშა ჯირკვლის, ანუ პანკრეასის ფერმენტები კუჭიდან საყლაპავ მილში გადადის და იწვევს მისი კედლების გაღიზიანებას. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი შეეგუა მზესუმზირისგან გამოწვეულ გულძმარვას, ამაში სასიხარულო მაინც არაფერია.

მოგეწონა? - გააზიარე!:

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.