“გზა წყვდიადიდან”


“მადლობა მინდა გადავუხადო მწერალთა შემოქმედებით კავშირს, რომლებმაც მიმიღეს მათ წევრად. ვეცდები, ყველანაირად გავამართლო მათი იმედები. მადლობა მინდა ვუთხრა, აქ მოსულ თითოეულ სტუმარს მხარდაჭერისთვის და გვერდში დგომისთვის”.-განაცხადა გიორგი გიორგაშვილმა.

ღონისძიების მონაწილეებს მიესალმა ბიბლიოთეკის დირექტორი მადონა მაქაცარია. მან ახალგაზრდა მწერალს წარმატებები უსურვა. “ჩვენც გიორგისთან ერთად, ძალიან გავიხარეთ, რადგან დაიბადა ეს წიგნი. თქვენ უკვე ბრძანდებით მწერალთა კავშირის წევრი, ეს დიდი პატივია ასეთი ახალგაზრდისთვის. მინდა ბიბლიოთეკის სახელით, წარმატებები გისურვოთ.”

სტუმრებს მიესალმა მერის მოადგილე კონსტანტინე კაკავა. მან აღნიშნა, რომ ზუგდიდის ბიბლიოთეკაში ბევრ დამწყებ მწერალს წარუდგენია თავისი შემოქმედება და გამხდარა წარმატებული. “ზუგდიდელებს გამორჩეულად უყვართ წიგნი. ეს იცის მთელმა საქართველომ, ამიტომაც თუ ზუგდიდმა მიიღო მწერალი და აღიარა, ის არის აღიარებული მთელი საქართველოს მასშტაბით”.

პრეზენტაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები, მერის მოადგილე, საკრებულოს აპარატის, მერიისა და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

 


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!