მერიის სტიპენდიანტები ანგარიშს აბარებენ


დღეს, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში, მერის მოადგილემ კობა ჯიქიამ და საკრებულოს თავმჯდომარემ მერაბ ქვარაიამ მიიღეს მერიის ექვსი სტიპენდიანტი სტუდენტი, რომლებმაც საკუთარი აქტივობების შესახებ ანგარიში წარმოადგინეს. შეხვედრაზე, საკრებულოს თავმჯდომარემ სტუდენტებს მიმართა კითხვით, რა იყო მათთვის ყველაზე პრიორიტეტული და როგორ მოსწონთ ქალაქის განვითარება დღეს. სტუდენტებმა აღნიშნეს, რომ მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანია სტუდენტური დასაქმება და დაასახელეს იმ ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობა, რომელიც დღეს მიმდინარეობს. შეხვედრაზე ერთერთმა სტუდენტმა აღნიშნა, რომ კარგი იქნება თუ ქალაქში ხშირად გაიმართება კონცერტები, ცნობადი სახეების შესრულებით და მეტი ახალგაზრდული პროექტები განხორციელება.

კობა ჯიქიამ აღნიშნა, რომ მერის სტიპენდია წელს არის შემოღებული მერის ინიციატივით და ტრადიციულად გაგრძელდება. [embedyt] http://www.youtube.com/watch?v=foHwZzR9w34[/embedyt]

საკრებულოს თავმჯდომარემ მერაბ ქვარაიამ აღნიშნა, რომ ისინი არიან ის მომავალი თაობა, რომელიც ძალიან დიდ წვლილს შეიტანენ ჩვენი ქვეყნისა და ქალაქის განვითარებისთვის. [embedyt] http://www.youtube.com/watch?v=ba_ahO_M1rs[/embedyt]

შოთა მესხიას სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტი  ნატალი კიკალიშვილი ამბობს, რომ თითოეულ სტუდენტს ყოველთვიურად ერიცხება ასი ლარი, საკმარისი თანხა არ არის, მაგრამ პიროვნული წინსვლისთვის და სხვადასხვა აქტივობებისთვის საჭიროა.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=Im60Ji4k1KY[/embedyt]


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!