გარემოვაჭრეები ისევ იბრძვიან თავიანთი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად


დღეს, დილით გარემოვაჭრეებს სამუშაო ადგილებზე პოლიცია და ჯარი დახვდათ მობილიზირებული, რომლებმაც ქალბატონებს უარი განუცხადეს მუშაობაზე. გარემოვაჭრეებმა პროტესტის ნიშნად, იქვე რამდენიმე წუთით გზის გადაკეტვა სცადეს, მაგრამ ამის უფლება სამართალდამცავებმა არ მისცეს, ერთერთ ქალბატონს ბენზინიც ქონდა და მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, პროტესტის უკიდურესი ზომით -თავის დაწვით იმუქრებოდა. ამის შემდეგ, მოვაჭრეებმა შეძახილებით ქალაქის მერიაში გადაინაცვლეს და შენობაში შეჭრის რამდენიმე მცდელობა განახორციელეს, მაგრამ მათ ამჯერადაც სამართალდამცავები გადაუდგნენ წინ. მოვაჭრეები ითხოვდნენ ქალაქის მერთან შეხვედრას, მათი თქმით, ისინი მერმა მოატყუა, ქალბატონები უყურადღებობაში და გულგრილობაში ადანაშაულებდნენ სხვასასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს. აქციის მსვლელობისას, რამდენჯერმე მოხდა პოლიციასა და მოვაჭრეებს შორის სიტყვიერი დაპირსპირება. ხმაური გამოიწვია ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ნუკრი ესართიას გამოჩენამ, რომლმაც მოვაჭრეებს მიმართა, რომ გარევაჭრობას არ დაუშვებენ და შეთავაზებულ ალტერნატიულ ფართში სამი თვის განმავლობაში აღარ მოუწევთ გადასახადის გადახდა, მაგრამ მოვაჭრეებმა უარი განაცხადეს.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=0P1bLiuioGI[/embedyt]

მოვაჭრეები აპირებდნენ ქალაქის მერის საცხოვრებელ სახლში მისვლას, მაგრამ მათთან ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ ქვარაია მივიდა, რომელმაც აღელვებული მოვაჭრეების დამშვიდება სცადა. ქვარაიამ მათ შესთავაზა რამდენიმე ქალბატონთან ერთად ასულიყვნენ შენობაში და ერთად ეპოვათ გამოსავალი აღნიშნულ პრობლემაზე. მოვაჭრეებთან მივიდნენ ბაზრის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, რომლებმაც შესთავაზეს, შიგნით ბაზრის ტერიტორიაზე მუშაობა, მაგრამ შეთავაზებულ პირობაზე უარი განუცხადეს. ბაზრის ადმინისტრაციამ ჟურნალისტებთან ინტერვიუზე უარი განაცხადა, მხოლოდ ეს გვითხრეს, ,,თუ აშუქებთ, ორივე მხარე, ობიექტურად გააშუქეთ”. შეხვედრიდან გამოსულმა მოვაჭრეებმა მედიას უთხრეს:  “ჩვენ ვითხოვთ, სექტემბრამდე, სასკოლო პერიოდამდე, მუშაობის უფლებას, გვითხრეს, რომ ორი დღე მოგვეცითო, მოვილაპარაკებთო”  ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა საკრებულოს თავმჯდომარის პრესსამსახურმა. მისი ინფორმაციით, შეხვედრაზე კონკრეტული სახის გადაწყვეტილება ვერ იქნა მიღებული, თუმცა მუშაობა მიმდინარეობს აქტიურ რეჟიმში, დღეს, მოგვმართეს განცხადებით, რომელიც  ორ დღეში დარეგისტრირდება. განხილვის პასუხები მათთვის ცნობილი იქნება.”


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!