- 18 სექტემბერი, შენი გარდაცვალების დღეა! თითქოს საუკუნე გავიდა იმ ავბედითი დღიდან, არადა, მხოლიდ ოთხი წელი გავიდა. მოვალეობა, რომელიც შენ დამაკისრე, მძიმეა, ჩემო ძვირფასო, ზოგჯერ შიშიც კი მიპყრობს, – შიში მომავლის, შიში შენი საფლავის, შიში იმ წლების, რომელიც მე, ჩვენს შვილებთან ერთად, უშენოდ რომ უნდა გავლიო, დიდი დათმენით, შრომით, პატივისცემით შენი ხსოვნისადმი და ჩვენი შვილების ბედნიერი მომავლის დიდი იმედით.
11 და 8 წლისანი არიან იოანე და გაბრიელი, მაგრამ ასაკის სიმცირის მიუხედავად, ახერხებენ შენს საფლავთან, შენი სახსოვარის წინაშე თავის დახრას და შენი ნათელი ხსოვნისადმი ჯეროვანი პატივის მიგებას. რა უმწეო ყოფილა ღვთის ნების წინაშე ადამიანი, – როგორ ამაოდ ელოდება შუქს შენზე დარდით ამოღამებული თვალები. მტანჯველია ეს მონატრება, სათქმელს რა გამოლევს… დარდს რა შეგვიმსუბუქებს… გვენატრები მამედ, მე და შენს ვაჟკაცებს. მხოლოდ უსაშველო მონატრებაა ჩემი შვება. საუბარსაც ამით ვამთავრებ. უფალს ებარებოდეს შენი კეთილი სული.
მეუღლე ნათია ჭურღულია.