მამედი ჯალაღონიას ხსოვნას


  • უკვე ერთი წელი გავიდა, მას შემდეგ, რაც შენ არ ხარ. როგორ მინდა მოგეფერო, მოგესიყვარულო ჩემგან ადრე წასულო სწორედ, უშენობა მათქმევინებს სათქმელს. ამ ერთ წელს, მიუხედავად ამ დიდი ტკივილისა ცხოვრებას ალღო ავუღე და გაბედულად ვუმკლავდები მის ორომტრიალს, მაინც ბევრი, რამ მაკლია შენი არყოფნით, მოუშუშებელი ჭრილობა დამიტოვე. ჩვენს ბიჭებს-8 წლის იოანეს და 5 წლის გაბრიელს მამა რატომ არ უნდა ჰყოლოდათ დიდ მეგობრად?

შენი ცხოვრების მიზანი იყო სიკეთის კეთება, ბუნებით ძალიან მხიარული იყავი, იუმორით დაჯილდოებული, ნიჭიერი ადამიანი იყავი, მთელი დღე კარგ განწყობაზე რჩებოდი. სრულიად ახალგაზრდა იყავი, რომ გარდაიცვალე, სიკვდილზე არასოდეს არ გიფიქრია. შენი ახალგაზრდა დედ-მამა და ერთადერთი საყვარელი და მალინა დატოვე მოუშუშებელ დარდთან ერთად.

2012 წელს მსახურობდი ავღანეთში. დაჯილდოებული იყავი მედლებით და მადლობის სიგელებით. მინიჭებული გქონდა “პირველი მეომრის“ წოდება. 

2013 წლის 27 აპრილს დავქორწინდით. სულ 8 წელი ვიცხოვრეთ ერთად. შენ განგების ნებით, უფლის რჩეული გახდი. ბუნებით უშუალოს, უბრალოს, შენს მიერ არჩეულმა გზამ მოგცა საშუალება უხვად გეკეთებინა სიკეთე, გამორჩეულს წუთისოფლიდან წასვლაც განსხვავებული გერგო. ბევრი მაქვს სათქმელი, გასახსენებელი ჩემო მამედ, მაგრამ თითოეულ სიტყვას ვუფრთხილდები, რათა შენს ლამაზ და ნეტარ სულს სიმშვიდე არ მოვაკლო.

ძალიან, ძალიან მენატრები ჩემო უსაყვარლესო ადამიანო, ადრე წახვედი, მარტო დამტოვე, მაგრამ გპირდები სანამ სული მიდგას, შენი შვილების მეხსიერება შეინახავს შენს ხსოვნას.

ჩხოროწყუში, (სარაქონში) აღმართულ შენს სახსოვარს, საიდანაც ლამაზად, ბედნიერად იღიმები, მოვეფერები. სანთლებს აგინთებ და ვილოცებ შენი სულისთვის, ჩვენი სიყვარულისთვის, რომელიც შენ სიკვდილამდე დააფასე, მისი ერთგული ვიქნები საამაყოდ და გპირდები შენი გვარის გამაგრძელებლად გაგიზრდი შენს ორ ვაჟკაცს. უფალმა დაგიმკვიდროს სასუფეველი, სადაც მართალნი განისვენებენ.

შენი ერთგული მეუღლე ნათია ჭურღულია


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!